სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 10/29 - 01
24.06.2026
ქ.თბილისი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე (ერთწლიანი) პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის და შემაჯამებელი პროექტის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ“ დეკანის 2026 წლის 16 ივნისის #08/29 – 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე (ერთწლიანი) პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის და შემაჯამებელი პროექტის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ“ დეკანის 2026 წლის 16 ივნისის #08/29 – 01 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და მე-3 პუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამაგისტრო პროგრამებზე (ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში, ადამიანური რესურსების მართვა) პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის და შემაჯამებელი პროექტის დაცვა განხორციელდება (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.№19 კორპუსი 10. ოთახი 609), შემდეგი განრიგის შესაბამისად:
ა) სამაგისტრო პროგრამა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ – 17.07.2026., 11:00 სთ;
ბ) სამაგისტრო პროგრამა „ადამიანური რესურსების მართვა“ – 24.07.2026., 11:00 სთ.“
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია